Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: გლობალური დათბობა რუსეთს საფრთხეს უქმნის


თავის ყოველწლიურ დიდი პრესკონფერენციაზე 19 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ილაპარაკა გლობალურ დათბობასა და რუსი სპორტსმენებისთვის ოლიმპიურ თამაშებსა და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებში მონაწილეობის აკრძალვაზე.

რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც შეკითხვებს უპასუხებს რუსი და უცხოელი ჟურნალისტების თანდასწრებით, განაცხადა, რომ რუსეთი ორჯერ უფრო სწრაფად თბება ვიდრე მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი. მისი თქმით, გლობალურ დათბობას შეუძლია საფრთხე შეუქმნას რუსეთის არქტიკის ქალაქებს და დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც გაშენებულია მარადიულ გამყინვარების არეალებში. პუტინის თქმით, რუსეთის იცავს პარიზის კლიმატის ხელშეკრულების პირობებს.

რუსი ათლეტებისთვის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ანტიდოპინგური უწყების ქმედება რუსეთის მიმართ უსამართლო იყო. პუტინის თქმით, რუსი სპორტსმენების მიმართ გამოტანილი სასჯელი უნდა ყოფილიყო ინდივიდუალური და არა ჯგუფური.

წლიურ პრესკონფერენციას, რომელიც წლის ბოლოს ეწყობა ხოლმე და პირდაპირ ეთერში გადაიცემა, პრეზიდენტი იყენებს საკუთარი იმიჯის გაუმჯობესებისთვის, რუსეთის მოქალაქეთა კვლავ დარწმუნებისთვის, რომ საიმედო ხელში არიან, და ამასთან, ის მესიჯებს უგზავნის აშშ-სა და მსოფლიოს.

პრესკონფერენცია მკაცრად ორგანიზებულია. კრემლმა გამოაცხადა, რომ ჟურნალისტების სარეკორდო რაოდენობა - 1895 იქნა აკრედიტებული პუტინის მე-15 ასეთ პრესკონფერენციაზე.

ეს მოვლენა გამორჩეულია თავისი სიგრძითაც; 2008 წელს პრესკონფერენცია გაგრძელდა ოთხ საათსა და 40 წუთს.

2019 წლის პრესკონფერენცია მიმდინარეობს გამოკითხვებით, პუტინის პოპულარობის შესუსტების, ეკონომიკური ზრდის შენელების და სხვა პრობლემების ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG