Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა არ ადასტურებს, რომ სომხეთმა ბათუმის პორტის შეძენის ინტერესი გამოხატა


ბათუმის პორტი
ბათუმის პორტი

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობას არ აქვს ინფორმაცია, რომ სომხეთმა ბათუმის პორტის მიმართ ინტერესი გამოხატა: „თუკი ესეთი რამ სინამდვილეში იარსებებდა, ჩვენ ვიქნებოდით საქმის კურსში. ასე, რომ არანაირად არ ვადასტურებ.“

„თანაც ვაზუსტებ, რომ სახელმწიფოს დღეს ეს ობიექტი არ ეკუთვნის, ამიტომ გასაყიდადაც ვერ გამოვიტანდით“, - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურს 2008 წლიდან ფლობს ყაზახეთის ნავთობის და გაზის სახელმწიფო კომპანიის „ყაზმუნაიგაზის“ შვილობილი სააქციო საზოგადოება „ყაზტრანსოილი“.

18 დეკემბერს, სომხურმა გაზეთმა „ჟამანაკ“-მა(დრო) დაწერა, რომ საქართველოში აპირებენ 600 მილიონ დოლარად გაყიდონ ბათუმის პორტი და მისი შეძენით სომხეთია დაინტერესებული.

გამოცემის ცნობით, სომხეთში სხვადასხვა წრეში ცდილობენ თანხის შეგროვების ორგანიზებას, რათა პორტი შეიძინონ და უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში ტვირთების შეუფერხებლად ჩატანა. „განიხილება სააქციო საზოგადოების შექმნის იდეა. დიასპორის ბიზნესმენები შესაძლოა, ამის ნაწილი იყვნენ, მაგრამ ამისთვის საჭიროა მსხვილი საწყისი კაპიტალი, რომელიც ამჟამად არ არის“, - წერს გაზეთი „ჟამანაკ“-ი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG