Accessibility links

site logo site logo

როჰანი მოუწოდებს მაჰმადიანურ ქვეყნებს, იბრძოლონ აშშ-ის „ჰეგემონიის“ წინააღმდეგ


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ მალაიზიაში მიმდინარე ისლამური კონფერენცია გამოიყენა და მოუწოდა მაჰმადიანურ ქვეყნებს, გააღრმაონ ერთმანეთთან თანამშრომლობა, რათა წინ აღუდგნენ აშშ-ის „ჰეგემონიას“.

19 დეკემბერს, კუალა ლუმპურში დაწყებული შეხვედრის გახსნისას მან გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ ეკონომიკურ სანქციებს აშშ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ „იყენებს როგორც მთავარ იარაღს, დომინანტური ჰეგემონიისთვის და დაშინებისთვის“.

სამდღიან შეხვედრას ესწრება ასეულობით დელეგატი, სხვათა შორის, თურქეთის და მასპინძლის, მალაიზიის ლიდერები, მაგრამ მას ზურგი შეაქციეს ირანის რეგიონულმა მოქიშპემ, საუდის არაბეთმა და „ისლამური კონფერენციის ორგანიზაციამ“. შეხვედრა იმართება აშშ-ის მიერ ბირთვული შეთანხმების დატოვების და ირანისთვის ახალი სანქციების დაწესების ფონზე.

მუსლიმური სამყარო უნდა გადავარჩინოთ „აშშ-ის დოლარის და ამერიკის საფინანსო სისტემის ბატონობისგან", თქვა როჰანიმ კუალა ლუმპურში და მოუწოდა დამსწრეთ უფრო ღრმა საფინანსო და სავაჭრო თანამშრომლობისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG