Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სატვირთო მანქანისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა


თბილისში, აეროპორტის გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, კახეთის გზატკეცილზე სატვირთო მანქანისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 კი ჰოსპიტალიზებულია. მათ შორის მძიმეა სამარშრუტო ტაქსის მძღოლის მდგომარეობა. როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით დაშავებულები 5 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"თბილისის მიკროავტობუსის" თანახმად, სამარშუტო ტაქსი ხაზის ნომრით 82, წინასწარი ვერსიით, უკან სვლით მომავალ სამშენებლო მასალით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG