Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისაბედ მეორემ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს 2020 წლის 31 იანვრისთვის


ელისაბედ მეორე
ელისაბედ მეორე

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს დატოებს არაუგვიანეს 2020 წლის 31 იანვრისა, რის შემდეგაც ბრიტანეთის მთავრობა დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და მსოფლიო წამყვან სხვა ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების გაფორმების თაობაზე.

ელისაბედ მეორემ 19 დეკემბერს სამეფო სიტყვა წარმოთქვა ბრიტანეთის პარლამენტის ახალი სესიის გახსნასთან დაკვშირებით.

თავის მიმართვაში დედოფალმა გააჟღერა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობის სხვა პრიორიტეტები, რომელთა შორისაა საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმა და ჯანდაცვის ეროვნული პროგრამის დაფინანსების მნიშვნელოვანი გაზრდა.

დედოფლის გამოსვლის შემდეგ თემთა პალატაში დაიწყება დებატები მონარქის მიერ გახმოვანებული სამთავრობო პროგრამის გარშემო. მოელიან, რომ უკვე 20 დეკემბერს პარლამენტის წინაშე განსახილველად წარმოდგენილი იქნება კანონპროექტი "ბრექსიტის" შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG