Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: არავის მიეცემა სუიციდის პროპაგანდის შესაძლებლობა


კახა კალაძე
კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში სუიციდის პროპაგანდის შემცველი ყველა წარწერა წაიშლება. კახა კალაძე აცხადებს, რომ ეს არ ნიშნავს პროტესტის გამოხატვის უფლების შეზღუდვას:

„წარწერები წაიშლება და არავის მიეცემა სუიციდის პროპაგანდის შესაძლებლობა და უფლება. ეს არის ძალიან სახიფათო, ძალიან ცუდი და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პროტესტი. პროტესტი გამოხატონ, არანაირი პრობლემა არ არის, არავინ ხელს არ შეუშლის მათ, მაგრამ ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც სახიფათოა ისევ და ისევ ახალგაზრდებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის. დედაქალაქის მერია იმოქმედებს ისე, როგორც სჭირდება ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს“, - აღნიშნა თბილისის მერმა ჟურნალისტებთან კომენტარში.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

ლუკა სირაძის საქმეში 19 დეკემბერს ბრალი წაუყენეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს. მას ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG