Accessibility links

logo-print logo-print

პუტინმა „მიზანშეწონილი“ უწოდა საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას


ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი „მიზანშეწონილს“ უწოდებს ჩეჩნეთის გავლით საქართველოსთან დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობას, მაგრამ პუტინი დასძენს, რომ მსგავსი გეგმები რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში ამჟამად არ არსებობს.

„მართლაც არსებობს საქართველოსთან დაკავშირების პრობლემა განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როც ყველაფერი იქ თოვლით იხერგება. ჩვენ ეს ვიცით. ეს კარგი იდეაა, მაგრამ ჯერჯერობით ის არ არის ტრანსპორტის სამინისტროს პრაქტიკულ გეგმებში. ვიმეორებ, რომ ეს პრობლემა ცნობილია, იდეაც ცნობილია და პრინციპში ის რეალიზებადია, არსებობს მისი რეალიზების მიზანშეწონილობაც“, -განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, მე-15 ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.

მანამდე ერთი თვით ადრე არღუნის ხეობიდან საქართველოსკენ გზის მშენებლობაის აუცილებლობაზე ისაუბრა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა, რომელმაც ამ იდეის რეალიზებას უწოდა „დროის ამბავი“.

კადიროვის თქმით, ჩეჩნეთის სოფელ იტუმ-კალედან 40-50 წუთი სჭირდება მგზავრობას საქართველომდე, საიდანაც თურქეთის გავლით ევროპამდე ჩახვალ. „ამიტომ, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩვენ ეს გზა უნდა გავხსნათ და ურთიერთობები ავაწყოთ მეზობლებთან, კერძოდ, საქართველოსთან“, - განაცხადა კადიროვმა. ჩეჩნეთის მეთაურს იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებმაც იციან, „როგორ ვცხოვრობდით და როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები“.

საქართველოს ხელისუფლება არ ემხრობა ჩეჩნეთის გავლით რუსეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG