Accessibility links

logo-print logo-print

პროკურატურა ყოფილი გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს


ბრალდებული ყოფილი გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის საქმეზე დაზარალებულად ორი პირი არის ცნობილი, - იტყობინება საქართველოს პროკურატურა.

პროკურორ ლევან ქუთათელაძის თქმით, საქმე ეხება დანაშაულის ორ ეპიზოდს.

ბრალდების მხარე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ საქმეზე მხოლოდ ერთი მტკიცებულება არსებობს.

ბრალმდებელმა განმარტა, რომ საქმე ეფუძნება მოწმეთა ჩვენებებს და სხვა ნივთიერს მტკიცებულებებს.

„მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ადასტურებს, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილ იქნა საქართველოს სსკ-ს 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. აღნიშნული გულისხმობს, მოწმეთა ზემოქმედებას გამოძიების ეტაპზე, როდესაც ხდებოდა არასრულწლოვანთა მიმართებით ჩვენების მიცემის იძულება“, - აღნიშნა ლევან ქუთათელაძემ.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ.

„აღნიშნული შუამდგომლობა დასაბუთებულია საფრთხეებით, ეს არის მტკიცებულებების მოპოვების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე”, - ამბობს პროკურორი.

15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის საქმის გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს ბრალი 19 დეკემბერს წარედგინა, ჩვენების მიცემის იძულების მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG