Accessibility links

site logo site logo

დღეს საარჩევნო სისტემის საკითხზე მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართება


დღეს, 10 საათზე დაიწყება ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი საარჩევნო სისტემის საკითხზე. შეხვედრაზე მმართველი გუნდის ინიციატივის წარდგენა იგეგმება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 19 დეკემბერს არ გამორიცხა, რომ შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას კონკრეტული პროექტი წარუდგინოს, თუმცა რას ითვალისწინებს ხელისუფლების გეგმა, მას არ დაუზუსტებია.

დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ოპოზიციამ და ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხზე 3 რაუნდი დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით გამართა. ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა აქამდე წარდგენილი პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს არჩევნების ჩატარებას, როგორც ე.წ. „გერმანული“, ისე მრავალმანდატიანი საარჩევნო მოდელით.

14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების მღელვარებამ ქუჩაში გადაინაცვლა. დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით საარჩევნო სისტემის საკითხზე მხარეთა შორის მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG