Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა


უკეთესი დინამიკა გვაქვსო, უთხრა რადიო თავისუფლებას ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა. მისივე ინფორმაციით, 29 წლის პოლიციელს აღარ ესაჭიროება მართვის სუნთქვის სპეციალური აპარატი, იგი თავისით სუნთქავს და კონტაქტურია. პაციენტი დღეს ისევ ინტენსიურ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას. ხვალიდან კი ექიმების ვარაუდით მას პალატაში გადაიყვანენ. პოლიციელს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. 18 დეკემბერს მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. შემთხვევა 18 დეკემბერს, რამით, ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. პატრულის თანამშრომელს მოულოდნელად დაესხნენ თავს. ბათუმში საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობის დროს გააჩერა მოქალაქემ. პატრულ-ინსპექტორი გადმოვიდა მანქანიდან, რა დროსაც მას ცივი იარაღით მოულოდნელად მიაყენა ჭრილობა მოქალაქემ. ამავე ეკიპაჟის ერთ ერთმა წევრმა თავდამსხმელი ადგილზევე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG