Accessibility links

ირანის პრეზიდენტი იაპონიაში ჩავიდა, აშშ-სთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე


ჰასან როჰანი, ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა იაპონიას, რომელიც ცდილობს შუამავლის როლის შესრულებას თეირანსა და ვაშინგტონს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის ფონზე.

როჰანი პირველი ირანელი ლიდერია, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში სტუმრობს აღმოსავლეთ აზიას. მანამდე, ივნისში, იაპონიის პრემიერ-მინისტრი, სინძო აბე, იმყოფებოდა ირანში, სადაც 40 წლის განმავლობაში იაპონიის არც ერთ პრემიერ-მინისტრს არ დაუდგამს ფეხი.

იაპონია, აშშ-ის ძლიერი მოკავშირე, მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს ირანთან.

„ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა მიმართულია აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის შენელებისა და ახლო აღმოსავლეთში ვითარების მოწესრიგებისკენ“, - ნათქვამია ირანის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თუმცა, ირანი აცხადებს, რომ ტოკიოში ვიზიტს „არაფერი აქვს საერთო ისეთ თემასთან, როგორიცაა ამერიკასთან მოლაპარაკებები“.

აშშ-ს, მის მოკავშირეებსა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დატოვა 2015 წელს ხელმოწერილი საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის და კვლავ აღადგინა მკაცრი ეკონომიკური სანქციები ირანის რეჟიმის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG