Accessibility links

logo-print logo-print

"ამ ცხოვრების დედაც, თქვენი სამართლის დედაც" - ბესიკ თამლიანმა სასამართლოს დარბაზში გამოფინა


„ამ ცხოვრების დედაც, თქვენი სამართლის დედაც“, - ამ შინაარსის წარწერა გამოფინა სასამართლოს სხდომათა დარბაზში, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულმა ბესიკ თამლიანმა. მან ქაღალდის ფურცელზე დაწერილი ეს სიტყვები საბრალდებო სკამიდან გაშალა. წარწერა მას მანდატურისა და ბადრაგის სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოახსნევინეს.

„სოლიდარობა გამოვუცხადე, თურმე, ესეც არ შეიძლება. რა მოხდა, ყოფილიყო“, - განაცხადა ბესიკ თამლიანმა, თუმცა, როგორც მოსამართლემ განუმარტა, ბრალდებულს დარბაზში წესრიგის დაცვა მოეთხოვება.

„წესრიგი დავიცვათ, კორექტულობა გამოხატეთ. სხდომის დარბაზს რამდენად შეესაბამება, ესაა მთავარი“, - განაცხადა მოსამართლემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების - ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

ზურაბ ბუდაღაშვილს, ბესიკ თამლიანს, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტთან 20-21 ივნისს გამართული აქციის საქმეზე სულ პასუხისგებაში მიცემულია 19 პირი. მათ წინააღმდეგ საქმეები აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG