Accessibility links

logo-print logo-print

ეჭვმიტანილი, რომელმაც რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებს ესროლა, იარაღის კლუბის წევრი იყო


ხუთი პირი დაჭრეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ეფესბე) შენობასთან, მოსკოვში. დაჭრილებს შორის ოთხი ეფესბეს თანამშრომელი იყო, ერთი - სამოქალაქო პირი. ხელისუფლებას არ გაუმხელია იმ პირის ვინაობა, რომელიც პოლიციამ მოკლა, როცა მან, 19 დეკემბერს, ლუბიანკაზე ეფესბეს შენობასთან ცეცხლი გახსნა. დაჭრილთაგან ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თუმცა ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ეჭვმიტანილი მოსკოვის რეგიონის მცხოვრებია და გატაცებული იყო ტყვიის სროლით.

ოფიციალური პირები არ ასახელებენ ეჭვმიტანილის გვარს და არ ლაპარაკობენ შესაძლო მოტივებზე თავდასხმისა, რომელიც მოეწყო იმავე დროს, როცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საბჭოთა უშიშროების სამსახურის, კაგებეს ყოფილი ოფიცერი, სიტყვით გამოდიოდა კრემლში, რუსეთის უშიშროების სამსახურის დღისადმი, 20 დეკემბრისადმი მიძღვნილ კონცერტზე.

რუსეთის მედია, წყაროს დაუსახელებლად, ეჭვმიტანილის ვინაობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ესაა 39 წლის ევგენი მანიუროვი, დაცვის სამსახურის კერძო კომპანიის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც იარაღის კლუბის წევრი იყო და ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის მცირე არსენალი. როიტერსს მოჰყავს მანიუროვის მეზობლების ნათქვამი, რომ ეფ-ეს-ბემ 20 დეკემბერს პოდოლსკში მისი ბინა გაჩხრიკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG