Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა კვლავ მძიმეა


ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავინდებურად მძიმე რჩება, - უთხრა ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

„პაციენტის მდგომარეობა ამ წუთისთვის, დილასთან შედარებით არ შეცვლილა. კვლავინდებურად მძიმე რჩება. გრძელდება მკურნალობა იგივე მოცულობით, რაც იყო დილით. გართულებას ამ ეტაპამდე ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

ცოტნე გამსახურდიას ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში პირველი ოპერაცია გულ-მკერდის არეში ჩაუტარდა. ტომოგრაფიული გამოკვლევის შემდეგ პაციენტს ნეიროქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შემთხვევა თბილისში, ვერაზე მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG