Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინსა და ლუკაშენკოს შორის საბოლოო შეთანხმება ვერ მოხერხდა


რუსეთსა და ბელარუსს შორის ინტეგრაციის გაღრმავების შესახებ საბოლოო შეთანხმება ვერ მოხერხდა, ამას აფერხებს საკითხთა სამი - გადასახადების, ნავთობისა და გაზის - ჯგუფი, - განაცხადა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ ორეშკინმა, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ სანქტ-პეტერბურგში.

ორეშკინს არ დაუზუსტებია, რაშია უთანხმოების არსი. მას ასევე არ უთქვამს, როდის გაიმართება ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმირ პუტინის შემდეგი შეხვედრა.

ორეშკინის თქმით, მათ ბოლო შეხვედრაზე, ორი კვირის წინ, მოხერხდა პროგრესის მიღწევა და შეთანხმება საკითხებზე სოფლის მეურნეობაში, საბაჟო სფეროში, კავშირგაბმულობასა და სხვა სფეროებში. სულ, მისი თქმით, საჭიროა 31 „საგზაო რუკის“ შეთანხმება.
ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრის წინ აღნიშნა „კოლოსალური წინსვლა“ მოსკოვთან თანამშრომლობაში, მაგრამ ილაპარაკა პრობლემებზეც.

პრეზიდენტებს 20 დეკემბერის შეხვედრის შემდეგ განცხადებები არ გაუკეთებიათ. მათი მოლაპარაკების შემდეგ დაიწყო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტი, რომელშიც რუსეთისა და ბელარუსის გარდა მონაწილეობენ ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი.


იმ დოკუმენტების შინაარსი, რომლებსაც პუტინმა და ლუკაშენკომ უნდა მოაწერონ ხელი, ცნობილი არაა.

იტყობინებიან, რომ საქმე ეხება თანამშრომლობის გაღრმავებას მოკავშირე სახელმწიფოებს შორის.

ბელარუსის ოპოზიცია შიშობს, რომ საქმე ეხება მინსკის დაქვემდებარებას მოსკოვზე, თვით ბელარუსის მიერ სუვერენიტეტზე უარის თქმამდე.

პარასკევისთვის მინსკში დაგეგმილი იყო ინტეგრაციის მოწინააღმდეგეთა აქცია.

პუტინიცა და ლუკაშენკოც უარყოფენ, რომ საქმე ეხება ბელარუსის სუვერენიტეტის დაკარგვას. თუმცა ორივე მხარე ხშირად გამოდის ხოლმე მკვეთრი განცხადებებით.

პუტინმა ხუთშაბათს პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რუსეთი არ არის მზად, დოტაციაზე ჰყავდეს ბელარუსის ეკონომიკა სრული მოცულობით, ხოლო გაზის შეღავათიანი ფასის პირობა უნდა იყოს ეკონომიკის სფეროში ერთობლივი ორგანოების შექმნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG