Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე: მოლაპარაკებების სამ რაუნდში, პირდაპირ გეუბნებით, გავცდით


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საარჩევნო სისტემის შესახებ ოპოზიციასთან გამართულ მოლაპარაკებებს წარუმატებლად მიიჩნევს.

„ამ მოლაპარაკებების სამ რაუნდში, პირდაპირ გეუბნებით, გავცდით. ორივე ვარიანტი და ვერსია, რაც მათ წარმოგვიდგინეს, სერიოზული განხილვის საგნად არ შეიძლება, ქცეულიყო. შემოგვთავაზეს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რაც შეუძლებელი იყო. თავიდანვე შეუძლებელია, მათ არ იცოდნენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება: არაკონსტიტუციურია და კანონით ამას ვერ მიიღებ. პროპორციულ სისტემას შერეულს ვერ დაარქმევ და პირიქით. კანონში ეს ვერ აისახება. შემდეგ შემოგვთავაზეს ჩვენი საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული ნაწილისთვის „ავღანური მოდელი“. ეს შემთხვევითი არ იყო და მათ პასუხში გამოჩნდა, რატომ უარყვეს მათ ჩვენი შეთავაზება“, - თქვა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მმართველი პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ოპოზიციას სურს ისეთი მოდელი, რომლის მიხედვით, როგორი მხარდაჭერაც არ უნდა მოიპოვოს „ქართულმა ოცნებამ“, მაინც უნდა წააგოს.

„ავღანური მოდელი“ არის ერთადერთი მოდელი მსოფლიოში, რომლის მიხედვითაც მაღალი ალბათობით შესაძლებელია, მაგალითად, 7-მანდატიან ოლქში მიიღო ერთი ან ორი მანდატი, მიუხედავად 50%-იანი მხარდაჭერისა“, - აღნიშნავს მდინარაძე.

სასტუმრო „შერატონში“ 20 დეკემბერს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი გაიმართა. შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სისტემის საკუთარი მოდელი წარადგინა.

მმართველი პოლიტიკური ძალა ოპოზიციურ სპექტრს შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას სთავაზობს. „ქართული ოცნების“ ინიციატივა გულისხმობს სისტემაში პროპორციული წილის 2/3-მდე გაზრდას:

„ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს, ნაცვლად 77-ის, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი განმარტებით, მმართველ გუნდში მიღწეული კონსენსუსი ითვალისწინებს ცვლილების არა ერთჯერადად, 2020 წლისთვის, არამედ შემდგომი არჩევნებისთვისაც დაწესებას.

ოპოზიციისთვის „ქართული ოცნების“ შეთავაზება მიუღებელი აღმოჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG