Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პარლამენტმა მეორე წაკითხვით მიიღო ბრექსიტის შეთანხმების ახალი რედაქცია


ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ 20 დეკემბერს მეორე წაკითხვით მიიღო ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის კანონპროექტი. დოკუმენტი ეფუძნება შეთანხმებას, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მიერ დაიდო ევროკავშირთან.

კანონპროექტი მცირედ განსხვავდება უფრო ადრეული ვერსიისგან, რომელიც ჯონსონს ოქტომბერში სურდა გაეტანა პარლამენში. მაშინ მისი შეჩერება მოხდა საპროცედურო კენჭისყრით, რის შემდეგაც გამოცხადდა პარლამენტის ვადამდელი არჩევნები. 12 დეკემბრის არჩევნებში კონსერვატორებმა ჯონსონის მეთაურობით გაიმარჯვეს.

დოკუმენტის ახალ ვერსიას მიემხრო 358 დეპუტატი, წინააღმდეგი იყო 234. ოპოზიციის წარმომადგენლები აღიარებდნენ, რომ ვერ მოახერხებენ კანონპროექტის ბლოკირებას და ყურადღება გადაიტანეს სადავო პასაჟების კრიტიკაზე, კერძოდ, ახალი ვერსიით, ევროკავშირთან ურთიერთობაში გარდამავალი პერიოდი, რომელიც სრულდება 31 იანვარს, გაისად, აღარ გახანგძლივდება.

მეორე თემა ის იყო, რომ ბრექსიტის მერე ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების დადება პარლამენტის თანხმობის გარეშეც შეიძლება მოხდეს. კანონპროექტი გულისხმობს ევროკავშირიდან გასვლას 2020 წლის 31 იანვრიდან, რის შემდეგაც დაიწყება მოლაპარაკება ახალ სავაჭრო შეთანხმებაზე. ოპოზიცია შიშობს, რომ მხარეები ვერ შესძლებენ მოლაპარაკების დასრულებას მომავალ წლამდე, თუმცა ჯონსონი საპირისპიროშია დარწმუნებული.

ბრექსიტის შესახებ კანონპროექტს წინ აქვს ოთხი წაკითხვა, ხოლო შემდეგ, ლორდთა პალატის თანხმობა. პარლამენტში ძალთა განაწილება იმგვარია, რომ დოკუმენტს, როგორც მოელიან, მიიღებენ, ხოლო 31 იანვარს ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG