Accessibility links

site logo site logo

ცოტნე გამსახურდიას ცოლი გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება


საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას ცოლი ანა ჯაბაური მადლიერებას გამოხატავს სამართალდამცველების მიმართ.

„მართლაც ძალიან სწრაფები და ოპერატიულები იყვნენ“, - აღნიშნავს ჯაბაური და ამავე დროს გამოძიების ვერსიას არ იზიარებს.

„კატეგორიულად გამოვრიცხავ და არ ვეთანხმები ვერსიას, რომ ცოტნე გამსახურდია სცემა ერთმა კაცმა და ოთხი უყურებდა ამას.

ძალიან კარგად ვიცი ცოტნე გამსახურდიას ფიზიკური მომზადება, ის იყო ძალიან ჯანმრთელი, ძლიერი, ფიზიკურად დიდი იყო. ბევრ სიტუაციაშიც მინახავს და ის ბრძოლის ველიც ვნახე, რომელიც ჭიშკართან იყო.

იქ ბევრ ადგილზე იყო სისხლი, ნამტვრევები, ყავარჯნები საიდანღაც მოტანილი. მეზობლებმაც დაინახეს, რომ 4-5 კაცი გარბოდა. ნამდვილად ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ცოტნეს 4-5 კაცი თავს დაესხა. ვერც ერთი და ვერც ორი ვერ სცემდა ცოტნეს“, - თქვა ანა ჯაბაურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. სხვა ოთხ დაკავებულს კი ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

გამოძიების ვერსიით, 19 დეკემბერს, თბილისში, გალის ქუჩაზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი შელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცოტნე გამსახურდია და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG