Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტანტინე გამსახურდიამ ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა


„უკან დარჩა ორი უმძიმესი ოპერაცია, ერთი გულ-მკერდის არეში, მეორე თავის ქალის, ასევე უმძიმესი ოპერაცია“, - თქვა „ტვ პირველის" ეთერში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა კონსტანტინე გამსახურდიამ დაჭრილი ძმის ამჟამინდელ მდგომაროებაზე.

როგორც გამსახურდია ამბობს, რეაბილიტაცია, როგორც პროცესი, ასევე რთული და მნიშვნელოვანია.

„თუ პირველი და მეორე ოპერაცია 10-დან ორი ნაბიჯია, დანარჩენი 8 ნაბიჯი არის რეაბილიტაცია. რთული საკითხია, ამ დროს იჩენს თუ არა თავს რაღაც გართულებები, მაგრამ მაინც იმედი მინდა ვიქონიო, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. 20 დეკემბერს არანაირი გართულება არ ყოფილა და ესეც პოზიტიური სიგნალია. არ ყოფილა საუბარი მესამე ქირურგიული ჩარევის შესახებ“, - აღნიშნავს კონსტანტინე გამსახურდია.

გამოძიების ვერსიით, 19 დეკემბერს, თბილისში, გალის ქუჩაზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი შელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცოტნე გამსახურდია და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. სხვა ოთხ დაკავებულს კი ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG