Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და ჩინეთმა სირიის დახმარების რეზოლუციას ვეტო დაადეს


მაიკ პომპეო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
მაიკ პომპეო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩინეთს, რომლებმაც გაეროში ვეტო დაადეს სირიისათვის ტრანსსასაზღვრო ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების რეზოლუციას, „ხელები სისხლში აქვთ ამოსვრილი“.

რუსეთმა და ჩინეთმა გამოიყენეს ვეტოს უფლება, რათა გაეროში 20 დეკემბერს დაებლოკათ რეზოლუცია, რომელსაც უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 13-მა წევრმა მხარი დაუჭირა.

მაიკ პომპეომ 21 დეკემბერს განაცხადა, რომ ვერაფერი შეცვლის იმ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც საზრდოს აძლევს მილიონობით სირიელს.

უშიშროების საბჭოზე რუსეთმა წამოაყენა ალტერნატიული წინადადება, სირიისათვის დახმარების მინიმუმ ექვსი თვით გაგრძელების შესახებ, რასაც საბჭოს მხოლოდ ორი წევრი მიემხრო.

რუსეთი მჭიდრო მოკავშირეა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის, რომლის შეიარაღებული ძალები 2011 წლიდან აწარმოებენ სამოქალაქო ომს. რუსეთს სურს, რომ დახმარების დიდი ნაწილი იმ რეგიონებში დარიგდეს, რომლებსაც ასადის ჯარი აკონტროლებს.

2014 წლიდან დაწყებული, გაერო ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს სამოქალაქო ომში ჩაფლული ქვეყნის მილიონობით მცხოვრებს.

დახმარების მორიგი მანდატის ვადა პირველ იანვარს იწურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG