Accessibility links

logo-print logo-print

ბრალდებული გიორგი სოლოღაშვილი: „მე დავარტყი დანა!“


„მე დავარტყი დანა, ყველა უდანაშაულოა“, - ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა გიორგი სოლოღაშვილმა განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება.

პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს, გიორგი სოლოღაშვილს, კახა ჩხეტიანსა და ტატო ღარიბაშვილს ბრალი ოფიციალურად 21 დეკემბერს წაუყენეს. დაკავებული პირებიდან ერთ-ერთს, გიორგი სოლოღაშვილს, ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობიდან მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი - 3 პირი.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა სოლოღაშვილმა საკუთარი ვინაობის წარდგენის შემდეგ აღნიშნა, რომ ცოტნე გამსახურდიას დანა მან დაარტყა, თუმცა, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ განუმარტა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მას საუბარი მოგვიანებით შეეძლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG