Accessibility links

site logo site logo

უზბეკეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს პროსახელისუფლებო ძალების მონაწილეობით


საარჩევნო უბანი ტაშკენტში

კვირას უზბეკეთში იმართება პირველი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში 2016 წლიდან იმყოფება შავქატ მირზიაევი, ავტოკრატი ლიდერის, ისლამ ქარიმოვის პოლიტიკური მემკვიდრე, რომელმაც ქვეყანაში რეფორმების გატარების პირობა დადო.

22 დეკემბრის არჩევნებში მონაწილეობს ხუთი პოლიტიკური ძალა, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილი. ხუთივე მხარს უჭერს პრეზიდენტის რეფორმისტულ პროგრამას.

პრეზიდენტ მირზიაევის ბრძანებით საპატიმროებიდან გათავისუფლდა 50 პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ ციხეებში ჯერ კიდევ არაერთი პოლიტიკური პატიმარი იმყოფება.

უზბეკეთის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტია პარლამენტის ქვედა პალატაში ყველაზე მეტ, 52 მანდატს ფლობს, შემდეგ მოდის ნაციონალური აღორძინების პარტია - 36 ადგილით, ერთადერთი ძალა, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება უზბეკეთის შესვლას რუსეთის ლიდერობით მოქმედ სავაჭრო კავშირში.


დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ხმის უფლების მქონე 20-მილიონიან უზბეკეთში არჩევნები ფასადურია და დემოკრატიულ სტანდარტებს არ შეესაბამება.

მედიას მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლება. ეუთოს შეფასებით, კვლავაც მეორდება დარღვევები, რომელიც წინა არჩევნებში გამოვლინდა.

ხოლო საარჩევნო კომისიამ არჩევნებში არ დაარეგისტრირა არც ერთი რეალურად ოპოზიციური პარტია, გარდა ერთისა - უზბეკეთის „ეკოლოგიური პარტიისა“, რომლის ოპოზიციონერობა უკვე იწვევს ძალიან დიდ ეჭვებს იმ ფონზე, რომ იგი მხარს უჭერს ქვეყანაში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG