Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი უარს ამბობს პენსიაზე. ქვეყანაში გაფიცვები გრძელდება


ემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პირობას დებს, რომ უარს იტყვის მომავალ საპრეზიდენტო პენსიაზე მთავრობის მიერ შემუშავებული „უნივერსალური საპენსიო სისტემის“ სასარგებლოდ. ამ განცხადების ფონია საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მიმართული ორკვირიანი გაფიცვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელშიც რკინიგზის ტრანსპორტის თანშმრომლებიც მონაწილეობენ.

1955 წელს შემუშავებული კანონის თანახმად საფრანგეთის პრეზიდენტს, პოსტის დატოვებისთანავე ენიშნება 6 ათასი ევროს ოდენობის დაქვითვადი პენსია.

საფრანგეთის პრეზიდენტის მთავრობის მიერ შეთავაზებული საპენსიო რეფორმა ითვალისწინებს 42 სპეციალური საპენსიო რეჟიმის გაუქმებას. აქამდე მოქმედი სისტემა ზოგიერთი კატეგორიის დასაქმებულს უფლებას აძლევს ადრე გაწყვიტოს სამუშაო კონტრაქი. ახალი კანონპროექტით კი კვარტალურის ნაცვლად შემოდის პენსიის დაანგარიშების სისტემა ბალების მიხედვით, რომელიც მშრომელს საპენსიო ფონდში შეტანილი თითოეული ევროსთვის დაერიცხება.

საკუთარ საპრეზიდენტო პენსიაზე უარის თქმით, მაკრონს სურს აჩვენოს, რომ საპენსიო რეფორმა მასზეც ვრცელდება და იგი აღარ მიიღებს ვადის ამოწურვის შემედეგ, 1955 წლის კანონით დადგენილ პენსიას, რაც წელიჭადში დაახლოებით 75 ათას ევროს შეადგენს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მაკრონი აღარ დაესწრება საკონსტიტუციო საბჭოს სხდომებს, რაც ასევე აძლევს გარკვეულ ფულად დანამატს ყოფილ სახელმწიფო მეთაურს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG