Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარენდრა მოდი აცხადებს, რომ მოქალაქეობის შესახებ ახალი კანონპროექტი არ არის ანტიმუსლიმანური


ნარენდრა მოდი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი
ნარენდრა მოდი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი

ნარენდრა მოდი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმანებს არაფრის არ უნდა ეშინოდეთ მოქალაქეობის შესახებ ახალი კანონპროექტის გამო, რომელსაც ზოგიერთი კრიტიკოსი უწოდებს ანტიმუსლიმანურს.

ასე დაიცვა მოდიმ მოქალაქეობის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც აიოლებს მეზობელ ქვეყნებში მცხოვრები სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეებისათვის ინდოეთის მოქალაქეობის მიღებას. დოკუმენტში არაფერია ნათქვამი მუსლიმანური აღმსარებლობის მიმდევრებზე.

„ეს აქტი არაფერს ცვლის 1,3 მილიარდიანი ინდოეთის მოსახლეობისთვის. მსურს დავარწმუნო ინდოეთის მოქალაქე მუსლიმანები, რომ ეს კანონი მათთვის არაფერს შეცვლის“, - განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მმართველი პარტიის ყრილობაზე, რომელსაც მომავალი წლის დასაწყისში საარჩევნო ბრძოლა ელოდება.

გასულ კვირაში მრისხანე დემონსტრაციები მოჰყვა ინოდეთის მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც მოქლაქეობის დაჩქარებული წესით მინიჭებას ითვვალისწინებს არამუსლიმანი არალეგალური მიგრანტებისათვის მეზობელი ბანგლადეშიდან, პაკისტანიდან და ავღანეთიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG