დამუკიდებელი ტელეკომანია „ტვ ნოვას“ და „რტლ“-ის შეკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, ხორვატიაში კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმები მიიღეს ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინსტრმა, ზორან მილანოვიჩმა და მოქმედმა პრეზიდენტმა, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა.
ოპოზიციის კანდიდატი, მემარცხენე ყაიდის ზორან მილანოვიჩი ეგზიტპოლების თანახმად ხმათა 29,6%-ს ღებულობს, მოქმედი პრეზიდენტი, კონსერვატორი გრაბარ-კიტაროვიჩი - 26,38%-ს.
მემარჯვენე მიროსლავ სკორო მესამე ადგილზე ხმათა - 24,1%-ით.
ამ შედეგების თანახმად, ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 5 იანვარს გაიმართება ზორან მილანოვიჩსა და კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს შორის. გამარჯვებული ხმათა უბრალო უმრავლესობით გამოვლინდება.
დაწერეთ კომენტარი