Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი აცხადებს, რომ ევროპას ემუქრება სირიელ მიგრანტთა ახალი კრიზისი


რეჯეპ ტაიპ ერდოანი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ შესაძლოა ევროპას დაემუქროს მიგრანტთა ახალი ტალღა სირიიდან, საიდანაც ათასობით ადამიანი გამორბის რუსეთისა და სირიის მიერ იდლიბის პროვინციაში განხორციელებული საავიაციო და საარტილერიო იერიშების შედეგად.

22 დეკემბერს, სტამბულში გამართული დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ერდოანმა განაცხადა, რომ იდლიბიდან თურქეთისკენ მოემართება 80 ათასი სირიელი დევნილი.

ერდოანი ფიქრობს, რომ ევროპა იგრძნობს შედეგს, თუ სირიაში არ შეწყდება ძალადობა, რომელიც, თურქეთის პრეზიდენსტ აგონებს 2015 წლის მიგრანტთა კრიზისს, რასაც ევროკავშირის საზღვრებთან დაძაბულობა, ხოლო გაერთიანების შიგნით პოლიტიკური და დიპლომატიურ ქაოსი მოჰყვა.

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ 23 დეკემბერს თურქეთის დელეგაცია მიემგზავრება მოსკოვში სირიაში შექმნილი ვითარების განსახილველად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG