Accessibility links

logo-print logo-print

პარლამენტში იწყება ნიკა მელიას ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობის პროცედურა


ნიკა მელიას პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყდა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს საკითხს „პარლამენტის გამოკლებული წევრის ნიკანორ მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“.

ბადრი ბასიშვილი 2008-2012 წლებში, საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას პარლამენტმა უფლებამოსილება 12 დეკემბერს შეუწყვიტა 88 ხმით.

მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ბანკ „ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე.

2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს, ნიკა მელიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს, ნიკა მელიას, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და კიდევ ათამდე პირს ბრალი 2012 წლის ბოლოს წაუყენეს.

მელიას და ადეიშვილს ბრალად დასდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება და ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგებით. სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო მხოლოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG