Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომელი


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის სპეციალისტი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით, თანხა მოსთხოვა და გამოართვა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG