Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა


ცოტნე გამსახურდია
ცოტნე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. ექიმ ნიკოლოზ კვაჭაძის განმარტებით, იგი კვლავ მართვით სუნთქვაზეა:

„პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. რაიმე ტიპის ჩარევა დაგეგმილი არ გვაქვს. არის მართვით სუნთქვაზე, უგრძელდება სამკურნალო დაცვითი ნარკოზი, უტარდება მკურნალობა დანიშნულების მიხედვით“, - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ. მას არ აქვს ინფორმაცია, იგეგმება თუ არა ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთ გადაყვანა. „ვერ გეტყვით. დაველაპარაკებით ოჯახს და თუ სურვილი იქნა, ყველაფერში დავეხმარებით“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.

თავის მხრივ, ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა მედიასთან აღნიშნა, რომ 2-3 დღეში ცოტნე გამსახურდიას მორიგი კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდება:

„ორ დღეში, მაქსიმუმ სამ დღეში კომპიუტერული ტომოგრაფია ჩატარდება და უკვე გადაწყდება საკითხი ცოტნეს გაღვიძების შესახებ. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ცოტნეს და მისი ოჯახის და ჩემიც მათ შორის მეგობარი, ჩვენი კოლეგა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდა სპეციალურად ცოტნესთვის. ის არის ნიუ-იორკში ცნობილი რეანიმატოლოგი, დეპარტამენტის უფროსი და ახლა კოლეგებთან ერთად გავივლით ცოტნეს ჯანმრთელობის შესახებ ყველაფერს“, - განაცხადა ანა ჯაბაურმა.

სასამართლომ კვირას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს. ხოლო ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ერთი პირი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

ცოტნე გამსახურდია თბილისში, გალის ქუჩაზე, 19 დეკემბერს დაჭრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG