Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი სამ მოწმეს უჩივის


საქართველოს გენერალური პროკურატურა

არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ, გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა სამი მოწმის წინააღმდეგ.

ადვოკატმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ ამ პირთა ქმედებაში აშკარად გამოკვეთილია დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ნიშნები: „ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ მოწმეებმა, ფლობდნენ რა წინასწარ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ ინფორმაციას, არ შეატყობინეს სამართალდამცველებს თავის დროზე, ვიდრე ისინი არ იქნენ გამოძახებული პოლიციაში და არ იქნენ დაკითხულნი პოლიციის განყოფილებაში“. თოდუას განცხადებითვე, ამ მოწმეებმა გაანადგურეს მტკიცებულება, ანუ დაფარეს დანაშაული, რათა საქმეზე ჭეშმარიტება არ გარკვეულიყო. ადვოკატი აპირებს, პროკურატურაში შეიტანოს საჩივარი კიდევ ორი მოწმის წინააღმდეგ.

პოლიციამ მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავა. მანამდე კალანდიას მოწმის სტატუსი ჰქონდა. ის დავით სარალიძის მკვლელობას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG