Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14-თვიანი ჩიხის შემდეგ ბოსნიის პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობა


ბოსნია-ჰერცეგოვინის პარლამენტარებმა დაამტკიცეს ახალი მთავრობა, რითიც გაირღვა 14 თვის განმავლობაში გაგრძელებული ჩიხი. ბუნდოვანებას იწვევდა მკაფიო შედეგების გარეშე დასრულებული საყოველთაო არჩევნები და უთანხმოება ნატოში გაწევრიანების საკითხზე.

42-ადგილიან პარლამენტში ახალ მინისტრთა საბჭოს მხარი დაუჭირა 29 დეპუტატმა, რვა წინააღმდეგი იყო და ერთმა თავი შეიკავა. გარღვევა მოჰყვა კომპრომისს სერბებს, ხორვატებს და ბოსნიაკებს შორის, რამაც მიმდინარე თვეში გზა გაუხსნა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბოსნიელი სერბი ეკონომისტის, ზორან ტეგეტლიას დამტკიცებას.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც უთანხმოებას იწვევს ბოსნიის სამწევრიან, ეთნიკურად დაფუძნებულ პრეზიდენტის ინსტიტუტში, არის ნატოში გაწევრიანებისადმი წინააღმდეგობა ბოსნიელი სერბების ლიდერის, მილორად დოდიკის და მისი პარტიის მხრიდან, რომლის წევრი ტეგეტლიაც არის. კომპრომისის სახით ბოსნიის პრეზიდენტის ინსტიტუტი შეთანხმდა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაგზავნოს რეფორმების პროგრამა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG