Accessibility links

site logo site logo

თბილისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" წევრებმა იჩხუბეს


თბილისის საკრებულოს შენობა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილსა და „ქართული ოცნების“ წევრ გიორგი დოხტურიშვილს შორის.

დაპირისპირებას წინ უძღოდა ხაბეიშვილის მოთხოვნა, რომ სხდომა დაეტოვებინა კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ერეკლე კუხიანიძეს. ლევან ხაბეიშვილი აცხადებდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სხდომის ჩატარებას არ დაუშვებდა.

"რას ღრიალებ დაჯექი", - მიმართა დოხტურიშვილმა ხაბეიშვილს. "შენ რას მებლატავები", - უპასუხა ხაბეიშვილმა. დოხტურიშვილი მოითხოვდა, რომ ხაბეიშვილი "ბიჭოთი" ნუ ელაპარაკებოდა და მას უზრდელი უწოდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ლევან ხაბეიშვილი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

"ნაციონალური მოძრაობა" ერეკლე კუხიანიძის მიერ თბილისის საკრებულოს დატოვებას მას შემდეგ მოითხოვს, რაც მან 13 დეკემბერს ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა და ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს საოკუპაციო ხაზთან დაგეგმილი აქციის გამო უწოდა იდიოტები და პროვოკატორები. მოგვიანებით, მან არაკორექტულობის გამო ბოდიში მოიხადა. საკრებულოდან ერეკლე კუხიანიძის წასვლას მოითხოვენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც და სამოქალაქო აქტივისტები.

ერეკლე კუხიანიძეს გაემიჯნა თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობა, რომლის გადაწყვეტილებით, მას გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა და უმრავლესობა დაატოვებინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG