Accessibility links

logo-print logo-print

ბორის ჯონსონი: ვცდებოდი, რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა შეუძლებელია


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთთან მიმართებით "ცდებოდა" და ახლა აღარ ფიქრობს, რომ შესაძლებელია მოსკოვთან ურთიერთობის "გადატვირთვა", ორ ქვეყანას შორის არსებული ბევრი უთანხმოების გათვალისწინებით.

"საკითხი, რომელთან მიმართებითაც ნამდვილად შემეცვალა აზრი, რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობაა", - უთხრა ჯონსონმა ბრიტანულ ჟურნალ "სპექტეიტორს", რომელმაც მისი სიტყვები 23 დეკემბერს დაბეჭდა.

"ნამდვილად მეგონა, ისევე, როგორც, ჩემი აზრით, ბევრ სხვა საგარეო საქმეთა მინისტრს თუ პრემიერ-მინისტრს, რომ რუსეთთან შესაძლებელი იყო ურთიერთობის თავიდან დაწყება. რომ ეს არის დიადი ქვეყანა, რომელიც ფაშიზმს ებრძოდა", - თქვა ჯონსონმა ჟურნალისტის პასუხად, რომელმაც სთხოვა, დაეზუსტებინა საკითხი, რომლის გარშემოც მან აზრი შეიცვალა. "ძალიან, ძალიან იმედგამაცრუებელი იყო ის, რომ ვცდებოდი", - თქვა ჯონსონმა, რომელიც 2016-2018 წლებში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და 2019 წლის ივლისში პრემიერი გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG