Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი: "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები "დიდი არაფერია"


რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სახელით ცნობილი გაზსადენი შესაძლოა რამდენიმე თვით შეფერხდეს, აშშ-ის მხრიდან ამ პროექტისთვის დაწესებული ახალი სანქციების გამო - თუმცა დასძენს, რომ შექმნილ ვითარებაში არაფერია „კატასტროფული“.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 დეკემბერს დაუწესა სანქციები „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ში მონაწილეებს, რის გამოც ერთ-ერთმა მსხვილმა კონტრაქტორმა შეაჩერა მუშაობა.

11 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტს რამდენიმე კვირაღა დარჩა დასრულებამდე და ანალიტიკოსებს სხვადასხვა აზრი ჰქონდათ იმის შესახებ, ასეთ გვიანდელ ეტაპზე სანქციების დაწესება შეძლებდა თუ არა პროექტის შეჩერებას. კონსორციუმი, რომელიც გაზსადენს აშენებს, აცხადებს, რომ დაგეგმილი 2,460 კილომეტრიდან დასასრულებელი დარჩა 160 კილომეტრი, რომელმაც ბალტიის ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეძლებდა გაეორმაგებინა „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის ამჟამინდელი ექსპორტი, ყოველწლიურად 110 მილიარდ კუბურ მეტრ გაზამდე. პროექტის კრიტიკოსები, მათ შორის ევროპელები, გამოდიოდნენ გაფრთხილებით, რომ ეს გაზრდის ევროკავშირის დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე, მაშინ როცა ევროპა ამ დამოკიდებულების შემცირებას უნდა ცდილობდეს.

მოსკოვი ვაშინგტონს ადანაშაულებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისთვის სირთულეების შექმნაში იმ მიზნით, რომ გააძლიეროს ამერიკული თხევადი გაზის გაყიდვა ევროპაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG