Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი ფრანცისკე პატრიარქ ილია მეორეს ვატიკანში იწვევს


წერილში, რომელიც რომის პაპმა ფრანცისკემ გამოაგზავნა, ის ილია მეორეს სრული ტიტულატურით მიმართავს (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს):

„ძვირფასო ძმაო, არ მავიწყდება ის სიტყვები, თბილისში რომ მითხარით, როცა ქართველებისთვის დამახასიათებელი კეთილშობილი და გულწრფელი სტუმართმოყვარეობით მიმიღეთ: „პეტრე და ანდრია ძმები იყვნენ. ამიტომ, ჩვენც მუდამ განსაკუთრებულად გულითადი ურთიერთობა გვქონდა და უნდა გვქონდეს“. სწორედ, ასეთივე სულიერი და ძმური სიყვარულით გწერთ, რათა წრფელი გულით გაგიმჟღავნოთ ჩემი სანუკვარი სურვილი - კვლავაც პირადად შეგხვდეთ მომავალ წელს“, - ნათქვამია რომის პაპის წერილში.

ფრანცისკე წერილში აღნიშნავს: „მართლაცდა, 2020 წელს 40 წელი უსრულდება თქვენს ისტორიულ ვიზიტს ვატიკანში. ამ მოვლენის აღსანიშნავად სათანადო ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის, მაღალი დონის მუსიკალური პროექტები, რომელშიც გვსურს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საპატრიარქოს მგალობელთა გუნდმა და „სიქსტეს” საპაპო სამუსიკო კაპელამ. შესანიშნავი იქნებოდა, თუ ამ ღონისძიებებს დაესწრებიდა თქვენი უწმინდესობა, რომლის სულისშემძვრელი საეკლესიო მუსიკალური ქმნილებებიც ღირსია აღიარებისა და დაფასებისა“.

წერილი 30 ნოემბრით თარიღდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG