Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ინსპექტორმა მარიამ კუბლაშვილი 1000 ლარით დააჯარიმა


ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, რომელიც ძალადობასა და სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებული თბილისის საკრებულოს წევრის ილია ჯიშკარიანის ინტერესებს იცავს, სახელმწიფო ინსპექტორმა დაზარალებულის პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისთვის1000 ლარით დააჯარიმა.

როგორც თავად კუბლაშვილი „ფეისბუკზე“ წერს, ჯიშკარიანის საქმეზე დაზარალებულმა თამთა თოდაძემ და მისმა დედამ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში უჩივლეს.

„მოკლედ, დამიწერეს 1000 ლარი ჯარიმა და მცნეს სამართალდამრღვევად, ბუნებრივია, გავასაჩივრებ და გავეშურები საკონსტიტუციო სასამართლოსკენაც“, - აღნიშნავს მარიამ კუბლაშვილი.

ადვოკატის დაჯარიმებას ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია გამოეხმაურა.

ილია ჯიშკარიანს ბრალი პროკურატურამ 8 ოქტომბერს წარუდგინა. იმავე დღეს ცნო პროკურატურამ დაზარალებულად თამთა თოდაძეც.

ილია ჯიშჯარიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის აცხადებდა, რომ თანაშემწის ბრალდებით „შოკირებულია“.

სისხლის სამართლის საქმე თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ისნის მაჟორიტარის მიმართ ბრალი ორი მუხლით არის წარდგენილი: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG