Accessibility links

logo-print logo-print

თალიბანის თავდასხმას ემსხვერპლა შვიდი ავღანელი სამხედრო


სულ მცირე, შვიდი ავღანელი სამხედრო დაიღუპა ექსტრემისტების თავდასხმის დროს სამხედრო გამშვებ პუნქტზე, ჩრდილოეთის პროვინცია ბალხში, - იუწყება ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო.

ამავე განცხადების თანახმად, „მტრის“ თავდასხმის შედეგად დაიჭრა უსაფრთხოების ძალების კიდევ ექვსი წევრი, სამი ჯარისკაცი და დაზვერვის სამი აგენტი.

სამინისტროს ცნობით, გამშვებ პუნქტს იცავდნენ ავღანეთის არმია და უსაფრთხოების ეროვნული დირექტორატი.

თავდასხმაზე, რომელიც ადგილობრივი დროით 04:30 საათზე მოხდა, პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ჯგუფი აქტიურად მოქმედებს ინციდენტის რიონში.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG