Accessibility links

logo-print logo-print

ზურაბიშვილი: მე თვითონ არ ვიცი, რომელი სისტემა ჯობია საქართველოსთვის


„მე მგონი საზოგადოება არ არის ჩართული ამ მსჯელობაში, რომელი სისტემა ჯობია. მე თვითონ არ ვიცი, რომელი სისტემა ჯობია საქართველოსთვის. ეს თეორიული ანალიზები, მე მგონი ნაკლებად არის გაკეთებული“, - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პირველ არხთან“ ინტერვიუში სახელმწიფოებრივი მმართველობის ფორმებიდან გამომდინარე ქვეყნისთვის მიზანშეწონილი საარჩევნო სისტემების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად.

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და შემდეგ, როგორც დეპუტატმა, 2017 წელს, მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ზურაბიშვილმა „პირველ არხთან“ ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ საქართველოში ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებები მიიღება არსებული პრაქტიკით არის განპირობებული.

[პრინციპით]„აღარ მინდა ის განმეორედეს და ამიტომ ამ სისტემაზე გადავდივარ“. დღეს ასეც ისმის ბევრისგან, რომ ამიტომ გვჭირდება საპარლამენტო სისტემა, პროპორციული, რომ ერთ პარტიული აღარ იყოს... ანუ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ ყველაფრის გათვალისწინებით, ვიღებთ იმიტომ, რომ რაღაც არ მოგვეწონა და გვინდა, რომ გამოვასწოროთ, რაც, ერთი მხრივ, გამართლებულია, მაგრამ სრულყოფილი შეიძლება, არ არის. საზოგადოება ნაკლებად არის ჩართული ამ პოლიტიკურ მსჯელობაში, იმიტომ, რომ საზოგადოება უყურებს პოლიტიკას შორიდან. არ მიიჩნევს, რომ თვითონ არის ჩართული რაღაცნაირად და მიიჩნევს, რომ ეს არის იმ პოლიტიკოსების რაღაც გათვლები, თვითონ როგორ უფრო მოერგებათ ესა თუ ის სისტემა. ამიტომ, ვხედავთ, დისტანცირებას საზოგადოების მხრიდან პოლიტიკის და ამ ბოლო დებატების მიმართ“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

სახელმწიფოს მეთაურს მიმაჩნია, რომ თუ რამე შეუძლია პრეზიდენტს ახალი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, არის ის, რომ სასახლე აქციოს კერად ყველა დისკუსიისთვის.

„ისეთი დისკუსიებისთვის, რომლისთვისაც არც პარლამენტს სცალია, იმიტომ, რომ ჩართულია კანონების მიღებასა და სხვა საქმიანობაში და ცხადია, არც მთავრობას. საზოგადოებაში რეალურად არ არის ადგილი ასეთი დისკუსიებისთვის“, - ამბობს პრეზიდენტი და კონკრეტულ მაგალითსაც ასახელებს, - „საკონსტიტუციო ცვლილებების დროს, როდესაც კომისია მსჯელობდა და მეც ვიყავი ჩართული, რეალურად არ ყოფილა სიღრმისეული დისკუსია იმაზე, გვინდა თუ არა ორი პალატა. პირდაპირ შევინარჩუნეთ ის ჩანაწერი (ცოტათი შეიცვალა), რომ ეს ყველაფერი მოხდება, როდესაც ქვეყანა გამთლიანდება. მე არ ვიცი, რატომ არ შეიძლება, რომ უკვე ახლა იყოს [ორი პალატა] და დავტოვოთ ღიად ის ადგილები, რომელსაც მივიჩნევთ, რომ ეკუთვნის აფხაზეთს თუ ამ შემთხვევაში აჭარას [სტილი დაცულია]. სხვადასხვა რეგიონებს სხვადასხვა წონით. ეს იქნებოდა რეგიონული პალატა, რომელიც სხვა ფორმით გადაწყვეტდა ამ პროპორციულ-მაჟორიტარულ საკითხს. მაჟორიტარულს აქვს ერთი უპირატესობა, ეს არის სიახლოვე ამომრჩეველთან. რეგიონული საკითხების წარმოჩენა სხვანაირად. ჩვენ გვჭირდება, რომ რეგიონული პოლიტიკა და ინტერესები სხვანაირად იყოს წარმოდგენილი სახელმწიფოში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG