Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები ქრისტიანთა ნაწილს შობას ულოცავენ


თბილისის კათოლიკური ტაძრის ვიტრაჟი

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შობა მიულოცეს ქრისტიანებს, რომლებიც ამ დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ.

„განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს მოქალაქეებს - ჩვენი საზოგადოების განუყოფელ წევრებს! ყველას ვუსურვებ მშვიდობას ქვეყანაში, სიმშვიდესა და ბედნიერებას!" - ნათქვამია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ფეისბუკით გამოქვეყნებულ მილოცვაში.

„ვულოცავ ყველას, ვინც 25 დეკემბერს ზეიმობს ქრისტეშობის დღესასწაულს. სიახლის, სიკეთისა და სიყვარულის დღესასწაული მშვიდობის, ბედნიერების და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის", - წერს ფეისბუკზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩვენს თანამემამულეებსა და ყველას, ვინც დღეს შობას სიხარულით ხვდება, ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას, სიკეთეს და ბედნიერებას!“ - ნათქვამია არჩილ თალაკვაძის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG