Accessibility links

site logo site logo

პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მივლინებებისთვის 1,4 მილიონი ლარი დაიხარჯა


პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა

საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ 2019 წლის 10 თვეში მივლინებებისთვის დახარჯა 1 400 000 ლარზე მეტი.

საჯარო ინფორმაცია სამივლინებო ხარჯების შესახებ, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გამოითხოვა სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“.

10 თვეში პრეზიდენტს და მისი ადმინისტრაციის თანამშრომლებს სხვადასხვა ქვეყანაში ჰქონდათ 40-მდე ვიზიტი, რისთვისაც 1 417 534 ლარი დაიხარჯა.

უშუალოდ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამივლინებო ხარჯი 341 800 ლარს შეადგენს.

ყველაზე მეტი თანხა აშშ-ში ვიზიტის დროს დაიხარჯა. სალომე ზურაბიშვილის ხარჯი 144 616 ლარს, ადმინისტრაციის თანამშრომლების ხარჯი კი, 131 845 ლარს შეადგენდა.

ყველაზე ცოტა - 2 279 ლარი დაიხარჯა დანიაში ერთდღიანი ვიზიტისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG