Accessibility links

კალაძე: მშრალ ხიდსა და ზაარბრიუკენის ხიდზე სამუშაოები ისეა შესრულებული, გულზე შემოგეყრებათ


კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე უკმაყოფილოა მშრალ ხიდსა და ზაარბრიუკენის ხიდზე შესრულებული საგზაო - სარეაბილიტაციო სამუშაოებით. იგი მოითხოვს აღნიშნული სამუშაოების განმახორციელებელმა კომპანიამ საკუთარი ხარჯებით ხელახლა დააგოს გზის საფარი:

„დღეს ისეთი დღეა, არ მინდა ჩხუბი და ამ თემაზე კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება, მაგრამ გულზე შემოგეყრებათ ისეა სამუშაოები შესრულებული, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში. ამიტომ მშვიდად, ყოველგვარი აღელვების გარეშე, დაიბარეთ კომპანია დღესვე და საგზაო სამუშაოები განახორციელოს თავიდან.

კატეგორიულად მიუღებელია ასეთი პროექტის მიღება-ჩაბარება. ჩვენი ლაბორატორიის თანამშრომლებმაც აღნიშნეს, რომ ძალიან უხარისხოდაა ყველაფერი გაკეთებული. მინდა, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ დღესვე დაიბარეთ კომპანია და თავისივე ხარჯებით გამოასწორებინეთ ყველაფერი. ააფრეზინეთ ის, რაც დააგეს და თავიდან გააკეთონ ნორმალური საფარი. დაექვემდებარონ იმ სტანდარტებს და მოთხოვნებს, რომელიც დედაქალაქის მერიის მხრიდან არის“, - განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG