Accessibility links

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება


საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრები ირაკლი ღარიბაშვილი და ჰულუსი აკარი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანკარაში შეხვდა თურქეთის თავდაცვის მინისტრს, ჰულუსი აკარს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში თურქეთის ჩართულობა და აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატით თანამშრომლობის მნიშვნელობა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თურქულ მხარეს გააცნო საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდას და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჰულუსი აკარს მადლობა გადაუხადა თურქეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

პირისპირ შეხვედრა გაგრძელდა თავდაცვის სამინისტროების დელეგაციათა გაფართოებული შეხვედრით, რომლის დასრულების შემდეგ მინისტრებმა ხელი მოაწერეს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სამხედრო-ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმებას. ლოგისტიკური მხარდაჭერის დოკუმენტით, თურქეთი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფს გრანტს - 100 მილიონ თურქულ ლირას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG