Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავის აღსანიშნავად მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა.

ლიტურგიას დაესწრნენ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის ტაძარში აკურთხეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG