Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ თალიბანმა გაიტაცა 27 ავღანელი აქტივისტი


ავღანეთში გაერთიანება "მშვიდობის სახალხო მოძრაობის" მიერ გამართული სამშვიდობო მსვლელობიდან თალიბანმა 27 აქტივისტი გაიტაცა, - იუწყებიან ჯგუფის წარმომადგენლები 25 დეკემბერს.

ჯგუფის ლიდერი, იყბალ ხაიბარი ამბობს, რომ აქტივისტები გაიტაცეს ბალა ბულუკის რაიონში, ფარაჰის პროვინციაში, როცა მეზობელ პროცინცია ჰერატში მიემგზავრებოდნენ.

ფარაჰის პოლიცია ამბობს, რომ გამტაცებლებს ეძებს. ჯერჯერობით თალიბანს განცხადება არ გაუკეთებია.

"მშვიდობის სახალხო მოძრაობამ" ბოლო დროს საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული სამშვიდობო მსვლელობებით, რომლის დროსაც ისინი აპროტესტებდნენ სარეკორდოდ მაღალ ძალადობის მაჩვენებელს ქვეყანაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG