Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი: ჩვენი ფონდის წევრი იძულებით გაიწვიეს ჯარში


კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის პროექტების მენეჯერი, 23 წლის რუსლან შავედინოვი იძულებით წაიყვანეს სამხედრო სამსახურში და არქტიკაში გაგზავნეს, - იუწყებიან ნავალნი და ჯგუფის სხვა წარმომადგენლები 25 დეკემბერს.

შავედინოვი მოსკოვში, თავის ბინაში დააკავეს და 5,600 კილომეტრის მოშორებით, ნოვაია ზემლიაზე გაგზავნეს, რათა არქტიკის ოკეანეში საჰაერო ბაზაზე იმსახუროს, - ამბობს ნავალნი.

ნავალნი, რომელიც წინააღმდეგობას უწევს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მმართველობას და რომლის ფონდმაც მსხვილმასშტაბიანი კორუფციული სქემები გამოააშკარავა, კრემლის ლიდერს თავისი ჯგუფის მენეჯერის შორს გამიზნულად გადასახლებაში ადანაშაულებს. "როგორც ჩანს, ბატონმა პუტინმა პირადად შეადგინა გეგმა ჩვენი რუსლანის იზოლაციისთვის", - წერს ნავალნი ტვიტერზე.

მოსკოვის სამხედრო კომისარიატი აცხადებს, რომ შავედინოვი კანონიერად გაიწვიეს ჯარში. ის მოსკოვში, 23 დეკემბერს დააკავეს, რადგან სასამართლომ უარი უთხრა თხოვნაზე, კიდევ ერთხელ განხილულიყო მისი სამედიცინო შემოწმების შედეგები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG