Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე: სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ


სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქმა მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა მრევლს და ხელისუფლებას:

„თქვენო აღმატებულება, ბატონო ბიძინა, თქვენო აღმატებულება, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულება, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, დღეს ნამდვილად არის ისტორიული დღე. ეს არის ღვთის დიდი წყალობა, ღვთის მადლი, რომელიც მოგვფინა ჩვენ ყველას. მე მადლობელი ვარ ღვთისა და ჩვენი ერისა, რომ მომეცა საშუალება შემესრულებინა ეს საქმე. ჩვენი ერი ღვთისაგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ. სიყვარულზე სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ. დალოცვილი იყავით! მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის. ჩვენთან არს ღმერთი!“

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვაზე დამსწრეთა შორის იყვნენ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის ტაძარში აკურთხეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG