Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაქვისთავში ავტომობილი ხრამში გადავარდა, დაღუპულია 5 ადამიანი


აჭარაში, ჩაქვისთავში, მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა. აჭარის ტელევიზიის თანახმად, ავტომობილი ხრამში 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაღუპულთა შორის არიან სკოლის მოსწავლეები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG