Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლო საპროტესტო გამოსვლების წინ ირანში ინტერნეტი შეიზღუდა


25 დეკემბერს, შესაძლო საპროტესტო აქციებამდე ერთი დღით ადრე, ირანმა რამდენიმე პროვინციაში შეზღუდა მობილურებით წვდომა უცხოურ საინტერნეტო საიტებზე.

შეზღუდვის ბრძანება "უსაფრთხოების უწყებებმა" გასცეს, - წერს ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ILNA, კომუნიკაციების სამინისტროში მომუშავე წყაროზე დაყრდნობით. ამ წყაროს ცნობით, შეზღუდვა შეეხო ალბორზის, ქურდესტანის და ზანჯანის პროვინციებს ირანის ცენტრში და დასავლეთით, და ფარსის პროვინციას სამხრეთში. სააგენტო იუწყება, რომ შეზღუდვა შესაძლოა სხვა პროვინციებზეც გავრცელდეს.

შეზღუდვის ფონია სოციალური მედიით გავრცელებული პოსტებით, ასევე ნოემბერში, საწვავის ფასების გაზრდის გამო გამართულ დემონსტრაციებზე მოკლულების ნათესავების მიერ გავრცელებული მოწოდებები აქციების განახლების და დაღუპულების მიმართ პატივის მიგებისკენ 26 დეკემბერს.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG