Accessibility links

logo-print logo-print

უკრაინაში დაიწყო გამოძიება რუსეთის მიერ აშენებული ყირიმის სარკინიგზო ხიდის გარშემო


უკრაინაში დაიწყეს სისხლის სამართლებრივი გამოძიება მას შემდეგ, რაც სამგზავრო მატარებელმა გამოიყენა რუსეთის და რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დამაკავშირებელი ხიდი.

რუსეთის მატარებელმა, რომლის მფლობელია კერძო კომპანია, Grand Service Express-ი, სანკტ-პეტერბურგი 23 დეკემბერს დატოვა და 25 დეკემბერს ჩავიდა სევასტოპოლში. ეს იყო პირველი სამგზავრო მატარებელი, რომელმაც ეს ხიდი გადაკვეთა.

კიევი, აშშ და ევროკავშირი გმობდნენ რუსეთის მიერ ხიდის აშენებას და ამას უკრაინის სუვერენიტეტის დაგმობად აფასებდნენ. დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს 19-კილომეტრიანი სტრუქტურის მშენებლობაში მონაწილე კომპანიებს.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა 25 დეკემბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო "სისხლის სამართლის გამოძიება სამგზავრო მატარებლის მიერ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის თაობაზე".

მოსკოვმა ხიდი ოფიციალურად 23 დეკემბერს გახსნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG