Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი მუფთის არჩევას სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორი წევრის პროტესტი მოჰყვა


რეზო მიქელაძემ და თემურ გორგაძემ სახელმწიფო უწყება მუფთის არჩევნების პროცესში ჩარევაში დაადანაშაულეს და სამსახური დატოვეს. ისინი ამბობენ, რომ სუსი თვენახევრის განმავლობაში არჩევდა ახალი მუფთის კანდიდატურას, მეჯლისის წევრებმა კი სწორედ, სუს-იდან მიიღეს მითითება, ვისთვის უნდა დაეჭირათ მხარი კენჭისყრის დროს:

„მეჯლისის 19 წევრიდან 10-სგან მაქვს ინფორმაცია, რომ ღამის პირველ საათზე დაურეკეს და უთხრეს, რომ მხარი უნდა დაუჭირო ამა და ამ კანდიდატსო. მუსლიმთა სამმართველოს მეჯლისის წევრებს კი არჩევენ ერთადერთი ნიშნით, ეს არის სუსის მიმართ მორჩილება“ - ამბობს თემურ გორგაძე.

ბრალდებებით გამოდის მუფთის არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი თემურ მიქელაძე: „წლების წინ ეს დაიწყო სოდმა და კუდმა. დღეს კი სუსი განაგებს აბსოლუტურად ყველაფერს. მე ვცდილობდი ამის გამოსწორებას და მეჯლისს, რომელსაც არავინ არ აფასებს, ერთი შანსს ვუტოვებდი, რომ დღეს აერჩიათ არა ზემოდან მითითებული კანდიდატი, არამედ დამოუკიდებელი. ახლად არჩეული მუფთი კი ზემოდან ხელდასმული კანდიდატია“.

25 დეკემბერს ღია კენჭისყრით მეჯლისის 19 წევრიდან 12-მა დაუჭირა მხარი ადამ შანთაძეს სრულიად საქართველოს მუფთად არჩევას. მანამდე ის ყოფილი მუფთის, ბეგლარ ქამაშიძის მოადგილე იყო. არჩევნებში მონაწილეობდნენ, აგრეთვე კანდიდატები: ადიგენის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დამფუძნებელი რეზო მიქელაძე.

მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს უარყოფენ როგორ ახლად არჩეული, ასევე ყოფილი მუფთი ბეგლარ ქამაშიძე: „სუსის თანამშრომელს არ დაურეკია. ჩვენი ორგანიზაციის თბილისის ცენტრალური ოფისიდან მდივანმა დაურეკა საბჭოს ყველა წევრს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG